| ეს დღე – ყველაფერი, რაც კი მაქვს; და ეს საათიც – ჩემი მარადიულობაა. ცხოვრება მე მხოლოდ ერთი მაქვს და ეს ცხოვრება, მარტოდმარტო, დროის მონაკვეთია. გავფლანგავ რა ერთს, მე ვანგრევ მრავალს. ამ დღის ყოველ წამს დავიჭერ და მოვეფერები, ის ხომ შეუფასებელია. განა შეუძლია მომაკვდავს იყიდოს კიდევ ერთი ამოსუნთქვა, მთელი თავისი ოქროს მიცემაც რომ მოინდომოს მისთვის?რა ფასის მიცემას გავბედავ დამდეგი საათებისთვის? მე მათ გავხდი შეუფასებელს! დაჟინებით ავარიდებ თავს დროის მკვლელებს. ზოზინს გავანადგურებ მოქმედებით. ამ დღის ყოველ წუთს დავლევ ფსკერამდე. მე მიყვარს მთელი კაცობრიობა. სიძულვილი ვერ იპოვის თავშესაფარს ჩემში, რადგან დრო არსებობს მხოლოდ სიყვარულისთვის. მე გადავდგამ აუცილებელ ნაბიჯს, რომ გავხდე ადამიანი და ვიცხოვრო სხვა ადამიანებს შორის. მის გარეშე მე განწირული ვარ დასამარცხებლად, თუნდაც ვფლობდე სამყაროს მთელ ცოდნას. მე ყველაზე მეტად ვიცინებ ჩემს თავზე, რადგან ადამიანი გამოიყურება ყველაზე კომიკურად, როცა ზედმეტად სერიოზულად აღიქვამს საკუთარ თავს. არასდროს გავებმები გონების ამ ხაფანგში. თუმცა, მეც ბუნების უდიდესი საოცრება ვარ, ამავე დროს განა მე მხოლოდ ნაწილაკი არ ვარ, რომელიც დააქვთ დროის ქარებს? განა ვიცი მე საიდან მოვედი და საით წავალ? მაგიჟებს სამყარო...ჩვენც ვაგიჟებთ მას...მიყვარს! მიყვარს! მიყვარს! |
--
Criticizing is easy, art is difficult
--
. you are beautiful .
[link]
--
--
''is my mind part of the universe, or is the universe part of my mind?''
my gallery ---> [link]
--
* Is that all there is? *
really
--
Check it [link]
and comments are much appreciated. Thanks ~ C:
--
I'm Fuckin' Innocent,
They Won't Break Me!
--
i can't live without today.
Previous Page1234Next Page